იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია

       22 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა XXI  (76 -ე) სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

      კონფერენცია  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირმა შიოშვილმა, გახსნა.   რექტორის  განცხადებით,  სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, რომელშიც სტუდენტები ერთვებიან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  უნივერსიტეტის ცხოვრებაში.

      საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, თესაუ-ს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა,  მონაწილეებს კონფერენციის პროგრამა გააცნო და  წარმატებული  სტუდენტები  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016 წლის  სამეცნიერო ნაშრომების კრებულით დააჯილდოვა.

     სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა  სექციებში გაგრძელდა. 100-მდე სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტმა, სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად, 9 სექციაში გადაინაცვლა.

      კონფერენციის შედეგების  შეჯამების შემდეგ,  სტუდენტებს სერტიფიკატები  და საჩუქრები გადაეცათ. საუკეთესო ნაშრომები კი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კრებულში დაიბეჭდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 6892
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.