იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო კონფერენცია განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტში

    2017 წლის 4-5 მაისს, აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში, ჩატარდა სახალხო ლიდერის, ჰეიდარ ალიევის, დაბადების 94-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია  თემაზე -„საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აქტუალური პრობლემები“.    კონფერენციაში მონაწილეობა აზერბაიჯანის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს  უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებმა მიიღეს.

     საერთაშორისო კონფერენცია 2017 წლის 4 მაისს, ჰეიდარ ალიევის სასახლეში, საზეიმოდ გაიხსნა.  გახსნის ცერემონიალზე  სიტყვით გამოვიდნენ: ქალაქ განჯის მერი, განჯის უნივერსიტეტის რექტორი და მოწვეული დელეგაციების წარმომადგენლები. მათ შორის იყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაგდა დავითაშვილი.     

    საერთაშორისო კონფერენციის მუშაობა, მიმართულებების მიხედვით, განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სექციებში,  გაგრძელდა.  თელავის სახელმწოფო უნივერსიტეტიდან  კონფერენციაში მონაწილეობა, ასევე, მიიღეს:  თესაუ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ნაცვლიშვილმა, მათემატიკის, ინფორმატიკისა და ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა სვიმონ ოხანაშვილმა და  ასოცირებულმა პროფესორმა გელა აზიკურმა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6350
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'