იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ევროპეიზაცია საქართველოში“-სემინარი თესაუ-ში

       10 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ორდღიანი სემინარი- ,,ევროპეიზაცია საქართველოში“-დაიწყო.

      ,,სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის“ (CSS) წარმომადგენლებმა: ლია წულაძემ, გიორგი ხელაშვილმა და ლევან მახაშვილმა,  თესაუ-ს  სტუდენტებთან  და პროფესორებთან  ევროპის სამეზობლო პოლიტიკის, ევროკავშირი-საქართველოს  ურთიერთობის ისტორიის, ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის და ევროკავშირთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ისაუბრეს.

     როგორც სემინარზე აღნიშნა, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა სამ ძირითად მიმართულებას: დემოკრატიის ხელშეწყობას, ბაზრის ინტეგრაციას და უსაფრთხოების მხარდაჭერას მოიცავს.

     ,,სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი“  აღნიშნულ პროექტს  საქართველოს  უმაღლეს  სასწავლებლებში ახორციელებს.  პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, Erasmus + პროგრამის ფარგლებში.

 
მნახველთა რაოდენობა: 4073
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'