იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თესაუ-ში

     5 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,   საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია -,,ნაციონალური ეკონომიკა გლობალური და ლოკალური ტრანსფორმაციის პირობებში“-ჩატარდა.

      შეხვედრა თესაუ-ს რექტორის მოადგილემ, ალქსანდრე მოსიაშვილმა,  გახსნა და შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა.

       კონფერენციაში,  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა,  ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტთან  ერთად, საქართველოს, საფრანგეთის, რუსეთის ფედერაციის და  სომხეთის  უმაღლესი სასწავლებებლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

        საკონფერენციო  მოხსენებები  ახალ ეკონომიკურ რეალობას,  ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს,  ეკონომიკის მდგრადი განვითარების პრობლემებს, ეკონომიკური მეცნიერებების ინტერესებს, მოდერნიზაციის აქტუალურ ასპექტებს და სხვა საკითხებს შეეხო.

     საერთაშორისო კონფერენცია 1 მაისს ერევანში გაიხსნა. თელავის უნივერსიტეტის შემდეგ, 6 მაისს, კონფერენციის  მონაწილეები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ)   პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდებიან . 7 მაისს  დასკვნითი შეხვედრა,- ,,მრგვალი მაგიდა“ - ,,აგრარული ეკონომიკა და ეკოტურიზმი, ბიომეურნეობის განვითრების პირობებში“- თბილისში,  ,,ბიოაგრო“ ცენტრში გაიმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 6494
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.