იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
არჩევნები თესაუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

       2 მაისს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე,  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე  არჩევნები ჩატარდა.

      აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად  საარჩევნო კომისიას, რომელსაც ასისტენტ-პროფესორი  შორენა ლაზვიაშვილი ხელმძღვანელობდა, ერთმა კანდიდატმა, ასისტენტ-პროფესორმა  ელენე  ფილაშვილმა მიმართა.

     არჩევნებში  მონაწილე  56  ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 47-მა ამომრჩეველმა მიიღო. ყველა მათგანმა  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტური   თანამდებობაზე  მხარი ასისტენტ-პროფესორ  ელენე  ფილაშვილს დაუჭირა.

 
მნახველთა რაოდენობა: 5952
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'