იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტური თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტი

13 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. 
პრეზიდენტად კენჭს ერთი კანდიდატი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, თენგიზ კუკუნაშვილი, იყრიდა.
საარჩევნო კომისიას, რომელიც 3 წევრისგან შედგებოდა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი, ალექსანდრე ფარადაშვილი, ხელმძღვანელობდა.
არჩევნების შედეგების მიხედვით, საარჩევნო პროცესში მონაწილეობა 14-მა სტუდენტმა მიიღო. 14-ივე ხმით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი თენგიზ კუკუნაშვილი გახდა.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტს თესაუ-ს სტუდენტური პარლამენტი ირჩევს, რომელიც 17 წევრისგან შედგება.

 
მნახველთა რაოდენობა: 8666
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.