იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს წარმომადგენლები ფრანკფურტის (გერმანია) ინტეგრაციულ სკოლაში

        იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები:  ნინო მოდებაძე  და  ნინო ნახუცრიშვილი, ამავე ფაკულტეტის მაგისტრანტ ეკატერინე საყვარელიძესთან ერთად, 14  მარტიდან   2 აპრილის  ჩათვლით,    სამუშაო ვიზიტით,  ფრანკფურტის (გერმანია) ინტეგრაციულ სკოლაში იმყოფებოდნენ.          

       ვიზიტის მიზანს, ინკლუზიური განათლების მიმართულებით,  სტუდენტთა პედაგოგიური პრაქტიკისა და ზოგადად, კურიკულუმების დახვეწა წარმოადგენდა.

       თესაუ-ს სტუდენტმა  პედაგოგიური პრაქტიკა ფრანკფურტის ინტეგრაციულ სკოლაში გაიარა, ხოლო პროგრამების ხელმძღვანელები ინკლუზიური განათლების განხორციელების პოლიტიკას სკოლაში,  საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა სპეციალური ცენტრებში და  აკვირდებოდნენ.  თესაუ-ს  პროფესორებს სამუშაო შეხვედრები  ჰქონდათ სკოლის ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან, ფრანკფურტის,  გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის  დიდაქტიკის დეპარტამენტის პროფესორებთან. 

      ვიზიტი, რომელიც გერმანულმა  მედიამ გააშუქა,   ფრანკფურტის ინტეგრაციულ  სკოლასა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა.

    მომავალ წელს, ამავე მემორანდუმის ფარგლებში, გერმანიაში, პედაგოგიური პრაქტიკის ფარგლებში,  განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამის- ,,საბავშვო ბაღის აღმზრდელი-პედაგოგი“ - სტუდენტები გაემგზავრებიან.

 
მნახველთა რაოდენობა: 3715
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.