იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ში, პროექტი ,, DARE“-ს ფარგლებში, ტრენინგები გრძელდება

        იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,   ,,DARE“-ს ფარგლებში, ტრენინგები გრძელდება.

        პროექტის მიზანია   თესაუ-ს  ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება,  კერძოდ, ეროვნულ  უმცირესობებთან მიმართებაში ცნობიერების ამაღლება  და ინფორმირებულობის გაზრდა.

      12 აპრილს    ტრენინგს  პროექტის წევრები: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, შორენა ძამუკაშვილი და ასისტენტ-პროფესორი ანა გიგაური უძღვებოდნენ. 

     დღევანდელი შეხვედრა ინკლუზიური საუნივერსიტეტო განათლების არსს, სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევის მქონე სტუდენტთა მხარდაჭერას საუნივერსიტეტო დონეზე და სხვა საკითხებს შეეხო.

    ევროკომისიის პროექტი  ,,DARE“ მიზნად ისახავს ეროვნული უმცირესობების და ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

 
მნახველთა რაოდენობა: 6560
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.