იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ლინცის (ავსტრია) უნივერსიტეტის პროფესორის პრეზენტაცია თესაუ-ში

        ლინცის (ავსტრია) უნივერსიტეტის პროფესორმა,   იან ბოჰმა,  11 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე,   თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრა   გამართა.

        პრეზენტაცია  ლინცის უნივერსიტეტის  ფაკულტეტებს, საგანმანათლებლო  პროგრამებს, ადმინისტრაციულ  სტრუქტურას, სასწავლო კურსებს, ტრენინგებს და საერთაშორისო პროგრამებს შეეხო.

      იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ERASMUS+  პროგრამის  ფარგლებში, ლინცის (ავსტრია)  უნივერსიტეტთან  აქტიურად თანამშრომლობს.  თესაუ-ს სტუდენტები და პროფესორ- მასწავლებლები სასწავლებლად, თუ ლექციების ჩასატარებლად ავსტრიის უნივერსიტეტს ხშირად სტუმრობენ.  პროფესორმა  იან ბოჰმა, რომელიც თელავის უნივერსიტეტში  საპასუხო ვიზიტით იმყოფება,  დღევანდელი შეხვედრაც  ERASMUS+  პროგრამის  ფარგლებში გამართა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6266
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.