იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
Erasmus+ ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა თესაუ-ში

      Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა   4 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  მობილობით დაინტერესებული    სტუდენტებისთვის  საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

      საუბარი  რეგიონულ უმაღლეს სასწავლებლებში კრედიტ მობილობასა და ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს შეეხო. 

        პრეზენტატორებმა სტუდენტებს მოკლევადიანი და ინდივიდუალური პროგრამების,  ვადების,  დოკუმენტაციის მიღების პროცედურების  და მოთხოვნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

            ევროკავშირის საგრანტო პროგრამების განხორციელება უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოში 1995 წლიდან დაიწყო. 2013 წლის ჩათვლით მოქმედებდა ტემპუსის, ერასმუს მუნდუსისა და ჟან მონეს პროგრამები, რომლებიც ამჟამად ახლად შექმნილი გაერთიანებული პროგრამის, Erasmus+, შემადგენელი ნაწილებია.

             Erasmus+ ეროვნული ოფისი საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებშიც  გამართავს.   

 
მნახველთა რაოდენობა: 7117
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.