იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს პროფესორები ერასმუს + პროგრამის ფარგლებში ლიტვაში იმყოფებოდნენ

  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი  და ლიტვაში, ვილნიუსის ბიზნეს-კოლეჯი , ბიზნესისა და ტურიზმის მიმართულებით, ერთობლივ საბაკალავრო პროგრამას შექმნიან.

 ამის შესახებ თელავის უნივერსიტეტის პროფესორების, ნანა რინკიაშვილისა და ია ჯიმშიტაშვილის ვილნიუსში სტუმრობის  დროს გახდა ცნობილი, რომლებიც  2017 წლის 20-25 მარტს ლიტვაში   ერასმუს + პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ.

       თესაუ-ს პროფესორებმა შეხვედრები  ვილნიუსის ბიზნეს- კოლეჯის ადმინისტრაციასთან, საერთაშორისო განყოფილების, ხარისხის მართვის განყოფილების ხელმძღვანელებთან და ლექტორებთან გამართეს.  ია ჯიმშიტაშვილი და ნანა რინკიაშვილი  კოლეჯის შიდა მართვის და დოკუმენტბრუნვის ელექტონულ სისტემებს, შეფასებისა და ტრანსფერის (ECTS) სისტემა- პროცედურებს გაეცნენ.

 საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში,  ლიტველმა პროფესორებმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან    სამეცნიერო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.  ერთობლივი პროექტი, რომელიც  აკადემიური პერსონალის, სტუდენტთა  გაცვლას და  ტრენინგ-სემინარებს  ითვალსიწინებს  უკვე დასაფინანსებლადაა  წარდგენილი.

თესაუ-ს პროფესორებმა ვილნიუსის ბიზნეს-კოლეჯში სალექციო კურსიც ჩაატარეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 6551
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.