იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ინოვაციები და ტექნოლოგიები საქართველოში“-სემინარი თესაუ-ში

        31 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა სემინარი თემაზე-,,ინოვაციები და ტექნოლოგიები საქართველოში“.

    პრეზენტატორებმა სტუდენტებს ინფორმაცია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ,,სტარტ აპ საქართველოს“ და Creative Business Cup-ის პროგრამების შესახებ მიაწოდეს. როგორც აღინიშნა, პროექტი ხელს უწყობს სიახლეებზე ორიენტირებული, ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური იდეების წარმოჩენას და დაფინანსებას.

      პროგრამები ორიენტირებულია საქართველოს რეგიონის სტუდენტების ჩართულობაზე. ამ მიზნით, დაინტერესებული პირებისთვის  იმართება საინფორმაციო შეხვედრები და  ტრენინგები.

     პროექტი  ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ელვა“-ს და Ceolab-ს მიერ, USAID-ის ფინანსური მხადრაჭერით, ხორციელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 3812
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'