იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები სტუმრობდნენ

       24 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ღია კარის დღე გაიმართა. თესაუ-ს  თელავის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები და პედაგოგები სტუმრობდნენ.

      სტუმრებს უნივერსიტეტის  რექტორი მიესალმა და წარმატებები უსურვა.  სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებმა  თესაუ-ს     საგანმანათლებლო პროგრამების, საერთაშორისო ურთიერთობების და  სიახლეების შესახებ ისაუბრეს.

      მოსწავლეებს საკუთარი შთაბეჭდილებები იმ სტუდენტებმა გაუზიარეს, რომლებიც გაცვლთი პროგრამის ფარგლებში, სასწავლებლად ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში იმყოფებოდნენ.     

       შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ, თვითმმართველი ქალაქ თელავის მერიის, პროკურატურის წარმომადგენლები, პოტენციური დამსაქმებლები.   თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები, სხვადასხვა სტრუქტურებში,  თესაუ-სთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში,  სტაჟირებას გადიან, საუკეთესოები კი, ადგილზე საქმდებიან.

       ღია კარის დღის  მეორე ნაწილი უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების, კაბინეტ-ლაბორატორიების, სპორტული დარბაზის და ბიბლიოთეკის დათვალიერებას დაეთმო.

 
მნახველთა რაოდენობა: 6518
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.