იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს სტუდენტი სტუდენტურ კონფერენციაზე ყველაზე ორიგინალური ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა

      საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 18 იანვარს, თბილისში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია ვერცხლისწყლის თემატიკით.

      სტუდენტურ კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს  სხვადასხვა უნივერსიტეტების 16-მა სტუდენტმა მიიღო, 3 გამარჯვებული გამოვლინდა.  ვერცხლისწყლის თემაზე შექმნილი ყველაზე ორიგინალური ნამუშევრისთვის სერტიფიკატით და საპრიზო ფონდიდან გამოყოფილი  ტექნიკის მაღაზიათა ქსელის 300 ლარიანი ვაუჩერით იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის  საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამის II კურსის სტუდენტი ქეთევან ფოტოვა დაჯილდოვდა (ხელმძღვანელი -ასოცირებული პროფესორი გიული ანდრონიკაშვილი).

       კონფერენციაში თესაუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის III კურსის სტუდენტი მარიამ ალბორიშვილიც მონაწილეობდა (ხელმძღვანელი_ ასისტენტ-პროფესორი დარეჯან მარგალიტაშვილი). მას ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

       კონფერენცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნივერსიტეტებისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 7203
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.