იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დოქტორანტ ირაკლი გიორგაძის დისერტაციის დაცვა თესაუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

     2 თებერვალს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, გაიმართა ირაკლი გიორგაძის დისერტაციის დაცვა, ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. 

  დისერტაციის თემაა -,,ეროვნული მოძრაობის თავისებურებანი საქართველოში“  (XX საუკუნის 20-90-იან წლებში)  სამეცნიერო ხელმძღვანელი- ელგუჯა მამუკელაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

     როგორც დოქტორანტმა პრეზენტაციის დროს აღნიშნა, მართალია, ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა საბჭოთა პერიოდში მრავალჯერ გამხდარა  ისტორიოგრაფიის კვლევის საგანი, მაგრამ  ის თავისებურებანი, რაც ამ მოვლენებს ახლდა, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი და მეცნიერულად დასაბუთებული. ხშირად მოვლენების შეფასებები ტენდენციური და წინააღმდეგობრივია. ნაშრომის მიზანია ამ ხარვეზების გამოსწორება, არსებული ისტორიოგრაფიული მასალების გამოყენებით და საარქივო ფონდებში მიკვლეული მასალების საშუალებით, მოვლენათა სრული სურათის წარმოჩენა და ობიექტური დასკვნების გაკეთება.

    კვლევის მეცნიერული სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ სამეცნიერო ბრუნვაში პირველად  შემოვიდა ახალი  წყაროები, საარქივო დოკუმენტები, ქართული და უცხოური პერიოდული პრესის მასალები, პროცესებში მონაწილე ადამიანების ჩანაწერები და ეპისტოლარული მემკვიდრეობა.

    ირაკლი გიორგაძეს  ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6632
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.