იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი საერთაშორისო პროექტის გამარჯვებული გახდა

       იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი   საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) გამარჯვებული გახდა.

     აღნიშნული პროექტი  კახეთის რეგიონის ფერმერთა მომსახურების ცენტრების და საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლების დატრენინგებას ითვალისწინებს. თესაუ-ში,  11 თვიანი, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, საბაზისო და ძირითად ტრენინგებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან მო წვეული პროფესორები ჩაატარებენ.

     საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი (REAP) წარმოადგენს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინასებულ და CNFA-ს მიერ განხორციელებულ 19.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა და განვითარება. 

 
მნახველთა რაოდენობა: 6974
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.