იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დოქტორანტ ნინო ბალუაშვილის დისერტაციის დაცვა განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე

     27 იანვარს,  იაკობ  გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის    განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, შედგა ნინო ბალუაშვილის დისერტაციის დაცვა თემაზე -,,გააზრებული კითხვის უნარის განვითარება მხატვრული ტექსტების საშუალებით (ფენომენოლოგიური კვლევა),“- განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ( სამეცნიერო ხელმძღვანელი -ასოცირებული პროფესორი თამარ მიქელაძე) .

    ნაშრომის მიზანია შეძლებისდაგვარად აღიწეროს ინგლისურ ენაზე მხატვრული ლიტერატურის გააზრებული კითხვის მიმდინარეობა ინგლისური ენის შემსწავლელის გონებაში და  მხატვრული ტექსტების კითხვისას, გამოიკვეთოს ენის შემსწავლელთა დამოკიდებულება, ინტერესები, სირთულეები და დაძლევის გზები.

    კვლევის მეცნიერული სიახლე მდგომარეობს მხატვრული ტექსტების კითხვის პროცესისა და გააზრების თანმხლები სიძნელეების სიღრმისეულ გამოკვლევაში, რომელიც სწავლების უკეთესი მეთოდოლოგიის შემუშავებისა და დასკვნა-რეკომენდაციების ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა.

   ნინო ბალუაშვილს  განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6347
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.