იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დოქტორანტ ქენან ჩალიშირის დისერტაციის დაცვა თესაუ-ს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე

       20 იანვარს,  იაკობ  გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის   განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, გაიმართა ქენან ჩალიშირის დისერტაციის დაცვა, განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

      დისერტაციის თემაა  -,,უწყვეტი განათლების პრობლემატიკა და მისი განხორციელების ორიენტირები შპს ,,ჩაღლარის" საგანმანათლებლო ქსელში (საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგალითზე).“ სამეცნიერო ხელმძღვანელი- პროფესორი ნინო მოდებაძე .

       კვლევის მიზანია საქართველოში, შპს ,,ჩაღლარის“ საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სკოლები, ლიცეუმები, უმაღლესი სასწავლებელი), იმ სტრატეგიების და მიდგომების შესწავლა, რომლებიც დაწესებულებებში უწყვეტი განათლების მაღალ ხარისხს განაპირობებს.

     დისერტაციის მეცნიერული სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში ამგვარი სისტემური გამოკვლევა, უწყვეტი განათლების კონტექსტში, ჯერ არ მომხდარა. ამდენად, აღნიშნული ნაშრომი, როგორც გზამკვლევი, სიახლეა ამ პრობლემაზე მომუშავე მკვლევარებისთვის და განათლების მუშაკებისთვის.

    ქენან ჩალიშირს  განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6491
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.