იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დისერტაციის დაცვა

24 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა განათლების მეცნიერებების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის, თამარ მამსიკაშვილის, სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მართვის მეცნიერული საფუძვლები” ( სამეცნიერო ხელმძღვანელი- პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ჩაჩანიძე, რეცენზენტები: 1. პედაგოგიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი ქეთევან ნანობაშვილი; 2. პედაგოგიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი ნინო მოდებაძე).
სადისერტაციო ნაშრომის მიზანია თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეფექტური მართვის ორგანიზაციული სტრუქტურის კვლევა, რომელიც ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგოების მეშვეობით იმართება. ეს მოდელი ხელს შეუწყობს სკოლის განვითარებას და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.
თამარ მამსიკაშვილს, განათლების მეცნიერებების სპეციალობით, განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 7304
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.