იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტური კონფერენცია - „ანტიბიოტიკები და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა“

  17 დეკემბერს, „პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის“ ორგანიზებით, ,,Medi Club Georgia”-ში სტუდენტური კონფერენცია -„ანტიბიოტიკები და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა“-გაიმართა (ხელმძღვანელი- ასოცირებული პროფესორი შორენა ტუკვაძე).
  კონფერენციის მიზანი იყო არსებული სამედიცინო პრობლემების დანახვა, სამომავლო პრიორიტეტების სწორად დაგეგმვა და სტუდენტური სამეცნიერო ქსელის განვითარება-გაფართოება.
  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის III კურსის სტუდენტებმა: თინათინ ღვინიაშვილ-ჩხიკვიშვილმა და მარი მამუკელაშვილმა მიიღეს (ხელმძღვანელები: პროფესორი მაგდა დავითაშვილი და ასოცირებული პროფესორი ლამარა ზუროშვილი).
  კონფერენციამ სტუდენტებს სამედიცინო მეცნიერების სხვადასხვა სფეროდან მოწვეულ მომხსენებლებთან შეხვედრის და მათი ცოდნის და პერსონალური გამოცდილების გაზიარების შესძაძლებლობა მისცა.
  კონფერენციის ბოლოს სტუდენტები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. .

 
მნახველთა რაოდენობა: 7561
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.