იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს ორი პროექტი 2016 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი პროექტი ფუნდამენტური კვლევებისათვის 2016 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

 პროექტმა-„XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა (VIII-IX ტომები)“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი  - ქეთევან გიგაშვილი, კოორდინატორი - გიორგი გოცირიძე)-  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი უკვე მესამედ მოიპოვა, ხოლო პროექტმა-„საფრთხეში მყოფი ენები და მათი დოკუმენტირების სასიცოცხლო მნიშვნელობა (წოვათუშური ენის მაგალითზე)“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი - არსენ ბერთლანი, კოორდინატორი - ქეთევან გიგაშვილი) - მეორედ.

პირველი პროექტი ტექსტოლოგიურ და გამოცემათმცოდნეობით კვლევებს მოიცავს და ქართველი მწერლების პირადი წერილების სრულყოფილი სამეცნიერო აპარატით აკადემიურ მომზადებას  ითვალისწინებს. VIII-IX ტომები გრიგოლ ორბელიანის წერილებს დაეთმობა, ისევე, როგორც მრავალტომეულის წინა 6 ტომი.  

       მეორე პროექტის ფარგლებში კი, კვლევა ლინგვისტიკისა და ენის დოკუმენტირების მიმართულებით გაგრძელდება. მომზადდება და გამოიცემა წოვათუშური ენის გრამატიკის, ტექსტების და წოვათუშურ-ქართულ-რუსულ-ინგლისური ოთხენოვანი ლექსიკონის  ტომეულები.

    პროექტები სამწლიანია და მათი საგრანტო დაფინანსება ერთად  300 000 ლარს შეადგენს. 

 
მნახველთა რაოდენობა: 7565
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.