იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს ასოცირებული პროფესორი არაბთა გაერთიანებულ საამიროში, საერთაშორისო კონფერენციაზე

       18-19 ნოემბერს, აბუ-დაბიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ინგლისური ლიტერატურის და ინგლისური ენის სწავლების შესახებ, რომელიც  აბუ-დაბის უნივერსიტეტის და TESOL (სუდანის) მიერ იყო ორგანიზებული.

      კონფერენციაში,   აშშ-ს, ეგვიპტეს, ინდოეთის, ახალი ზელანდიის,  კანადის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების სპეციალისტებთან ერთად,  საქართველოდან იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, თამარ მიქელაძე მონაწილეობდა.

       თესაუ-ს  პროფესორმა, თავის კოლეგასთან, ხალიდ ალ ჰარირისთან (არაბთა გაერთიანებული საამირო) ერთად, წარადგინა ,,ინგლისური ენის მასწავლებლების დამოკიდებულებების კვლევა ინგლისურის, როგორც ლინგვა ფრანკას მიმართ საქართველოში და არაბთა გაერთიანებულ საამიროში." მოცემული კვლევის შედეგები  საინტერესოა იმ კუთხით, რომ  წარმოაჩენს მსგავსებებს და მთელ რიგ განსხვავებებს მასწავლებლების მოსაზრებებს შორის ორივე ქვეყანაში.  

      თამარ მიქელაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ერთობლივი კვლევები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან იგი საინტერესო და მდიდარ მასალას იძლევა, ინგლისური ენის სწავლების განვითარების მიმართულებით, საქართველოში და მის საზღვრებს მიღმა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6601
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.