იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თსუ-ს ,,საბავშვო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები თესაუ-ში

       ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,საბავშვო უნივერსიტეტის“  წარმომადგენლები, 18 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ.

        თსუ-ს სკოლასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მარინა ლომოური და აბიტურენტების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გრიგოლაშვილი, თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს სკოლის და უნივერსიტეტის ურთიერთდამოკიდებულობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

        როგორც თესაუ-ს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, აუცილებელია მოსწავლემ იცოდეს, თუ კონკრეტულად  რას სთავაზობს მას უნივერსიტეტი.  იმისთვის კი,  რომ ქვეყანაში უმაღლესი განათლება ძლიერი იყოს, აუცილებელია რეგიონულ უნივერსიტეტებთან აქტიური ურთიერთობა, ასევე,  კორპორაციული და კოოპერატიული  კულტურის დამკვიდრება.

       თსუ-ს   ,,საბავშვო უნივერსიტეტის“  წარმომადგენლების საქართველოს რეგიონულ უნივერსიტეტებში გამართული შეხვედრების მიზანია  საზოგადოების ინფორმირებულობა სწორი არჩევანის გასაკეთებლად და უნივერსიტეტების საზოგადოებრივი ვალის წარმოჩენა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6572
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.