იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს პრეზიდენტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

  23 სექტემბერს  საქართველოს პრეზიდენტი  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა .

  პრეზიდენტისგან პირველკურსელებმა  წერილიც მიიღეს, რომელშიც

 გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს: „შენ, ღირსეულად ჩააბარე აკადემიური გამოცდები და მჯერა, რომ მოქალაქეობრივ მოვალეობასაც, ასევე, პასუხისმგებლობით მოეკიდები".

  საუბარი  პრეზიდენტთან დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. გიორგი მარგველაშვილმა პირველკურსელების შეკითხვებს უპასუხა.

  შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც  უნივერსიტეტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით აღიჭურვა. 

  ღონისძიებას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი უძღვებოდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 8278
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.