იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტის დოქტორის საჯარო ლექცია თესაუ-ში

  22 სექტემბერს  ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა მომზადების პროგრამის ხელმძღვანელმა, დოქტორმა დვორა კათჩევიჩიმ,  საჯარო ლექცია გამართა.
  ლექციის თემა იყო- ,,მოსწავლეთა კონფერენციები, როგორც მასწავლებლებისა და მოსწავლეების ხელშემწყობი ატრიბუტი".
  ისრაელის სამეცნიერო ინსტიტუტის რექტორმა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. რა აუცილებელი კომპონენტებია საჭირო კონფერენციებში მონაწილეობისთვის? რა არის პლენარული სესია და სექციური მუშაობა?-ამ და სხვა საკითხებზე საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
  დვორა კათჩევიჩის თქმით, სამეცნიერო კონფერენციები მნიშვნელოვანია, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე -ლექტორებისთვის და იმ სპეციალობის განვითარებისთვის, რის შესახებაც კონფერენციები ტარდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 6587
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.