იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი თესაუ-ში

8 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი, გიორგი კვესიტაძე და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, გურამ ლორთქიფანიძე სტუმრობდნენ. ქართველი პროფესორები რექტორს შეხვდნენ და საჩუქრად აკადემიის მიერ გამოცემული, საავტორო და სხვა განსაკუთრებული მნიშვნელობის წიგნები გადასცეს.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რაც სამომავლოდ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი პროფესორების მიერ საჯარო ლექციების ინტენსიურად ჩატარებასაც ითავლისწინებს.
საპატიო სტუმრებმა თესაუ-ში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის საჯარო ლექციებიც ჩაატარეს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა გიორგი კვესიტაძემ ლექცია თემაზე- ,,საქართველოს ბიოლოგიური რესურსები“ წაიკითხა. პროფესორ გურამ ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია კი შეეხებოდა თემას – ,,დედოფალი ულპია და საქართველო“, რომელიც დღეს, პირველად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნა წაკითხული.
საჯარო ლექციების შემდეგ ქართველმა პროფესორებმა თესაუ-ს არქეოლოგიის კაბინეტი დაათვალიერეს.
გიორგი კვესიტაძე და გურამ ლორთქიფანიძე, რომლებიც არაერთი მონოგრაფიის, სამეცნიერო ნაშრომის ავტორები არიან და კვლევებს საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში ეწევიან, 9 ოქტომბერს თესაუ-ში დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაშიც მიიღებენ მონაწილეობას.

 
მნახველთა რაოდენობა: 7318
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.