იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს პროფესორები საერთაშორისო- სამეცნიერო კვირეულზე

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო-სამეცნიერო კვირეულში მონაწილეობენ.
10-დან 17ნოემბრის ჩათვლით სხვდასხვა უნივერსიტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მეცნიერები საზოგადოებას საკუთარ კვლევებს გააცნობენ. 
10 ნოემბერს კავკასიურ სახლში გამართულ შეხვედრაზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა: მაყვალა მიქელაძემ, არსენ ბერთლანმა და ქეთევან გიგაშვილმა სამი მონოგრაფია წარადგინეს. კვირეულის ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის საჯარო სკოლაში უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფის წარმომადგენლებმა საზოგადოებას წოვა-თუშური ტექსტების მესამე ნაწილი წარუდგინეს.
17 ნოემბერს სამეცნიერო საზოგადოება პროფესორ ქეთევან გიგაშვილის კიდევ რამდენიმე ნაშრომს, ეპისტოლური მემკვიდრეობის მეექვსე ტომსა და ქართული ვოდევილის აკადემიური გამოცემის პირველ და მეორე ტომებს გაეცნობა.
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო- სამეცნიერო კვირეული, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, წელს პირველად ტარდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 8192
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'