იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დოქტორანტ თინათინ ბერიაშვილს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სადისერტაციო საბჭომ თინათინ ბერიაშვილს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.

  2016 წლის 15 ივლისს, სადისერტაციო საბჭომ დოქტორანტ თინათინ ბერიაშვილის სადისერტაციო ნაშრომი  ,, ლინგვოკულტუროლოგიურ კონცეპტ „ღვინის“ ლექსიკურ-სემანტიკური ასპექტები ქართულ და ფრანგულ ფრაზეოლოგიურ ერთეულებში ‘’ განიხილა. (სამეცნიერო ხელმძღვანელები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  ნუნუ გელდიაშვილი,  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორ-ემერიტუსი  ციური ახვლედიანი).

  ნაშრომის მიზანია  ლინგვოკულტუროლოგიურ კონცეპტ „ღვინის“ ლექსიკურ-სემანტიკური ასპექტების შესწავლა - ანალიზი ქართული და ფრანგული მასალის საფუძველზე. ლექსიკურ-სემანტიკური ასპექტების დადგენა-განსაზღვრა და ანალიზი კონტრასტულ ჭრილში, ასევე იზომორფიზმებისა და ალომორფიზმების გამოვლენა და ზოგადი უნივერსალიების დადგენა. 

 
მნახველთა რაოდენობა: 6936
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.