იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დოქტორანტ ეკატერინე ყაველაშვილს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო  საბჭომ ეკატერინე ყაველაშვილს  ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.

  2016 წლის 13 ივლისს, სადისერტაციო საბჭომ  დოქტორანტ  ეკატერინე ყაველაშვილის სადისერტაციო ნაშრომი - ,,გრიგოლ რობაქიძის ემიგრანტული მინიატურული პროზა“-განიხილა. (სამეცნიერო ხელმძღვანელი საპატიო პროფესორი ლუიზა ხვიჩია).

  სადისერტაციო კვლევის მიზანია, გრიგოლ რობაქიძის მიერ ემიგრაციის პერიოდში შექმნილი მასალების შესწავლით გაირკვეს ქართული ევროპეიზმის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენლის, შემოქმედის სააზროვნო სივრცე. სევე მეტ-ნაკლები სისრულით წარმოჩენილიყო ყველა ის მოსაზრება რამაც გრიგოლ რობაქიძე აქცია ქართული ევროპეიზმის წარმომადგენლად, ახალი მიმდინარეობების თეორეტიკოსად და პოლიტიკური გეზის მიმცემად მეოცე საუკუნის 10-20-30-იანი წლების ურთულეს ქართულ რეალობაში.

 
მნახველთა რაოდენობა: 6451
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.