იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის საინფორმაციო შეხვედრა თესაუ-ს სტუდენტებთან

   2016 წლის 7 ივლისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ბანკის თელავისა და ახმეტის საკრედიტო ჯგუფის უფროსმა -ზვიად ზაალიშვილმა და მცირე და საშუალო საბანკო ბიზნესის საკრედიტო ექსპერტმა - ირაკლი დათიშვილმა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის  ფაკულტეტის   სტუდენტებთან  საინფორმაციო შეხვედრა  გამართეს.  

   ბანკის წარმომადგენლები უნივერსიტეტის სტუდენტებს ბანკში არსებულ ვაკანსიებზე ესაუბრნენ. დაინტერესებულ სტუდენტებს ტესტირების და გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში  ბანკში მუშაობის შესაძლებლობა  მიეცემათ.

   შეხვედრის მიზანს მომავალი თანამშრომლების მოძიება და დასაქმება წარმოადგენდა. სტუდენტებს  შესაძლებლობა  მიეცათ  cv ადგილზე შეევსოთ.

   შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6784
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.