იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მიხეილ ფიფიას გეოგრაფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

   2016 წლის 23 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა.

   საბჭომ დოქტორანტ მიხეილ ფიფიას სადისერტაციო ნაშრომი -,, სეტყვიანობის კლიმატოლოგია აღმოსავლეთ საქართველოში“ - განიხილა. (სამეცნიერო ხელმძღვანელები: გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ ბეგალიშვილი).

   სადისერტაციო კვლევის მიზანია-აღმოსავლეთ საქართველოში  სეტყვიანობის კლიმატური მახასიათებლის გამოკვლევა 1961-2014 წლების მონაცემებით.

   ნაშრომის საჯარო განხილვის დროს სადისერტაციო საბჭოს წევრების მხრიდან გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ მიხეილ ფიფიას  გეოგრაფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6959
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.