იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ წარმოდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობა დადებითადაა შეფასებული . ამის შესახებ სამეცნიერო დარგში უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ,  ნუნუ გელდიაშვილმა პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა 74-სამეცნიერო კონფერენციაზე განაცხადა.

ნუნუ გელდიაშვილმა  კონფერენციის მონაწილეებს ასევე აცნობა, რომ 2015 წლის სამეცნიერო ფესტივალზე  შესარჩევი ტურები წარმატებით გაიარა უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა ღონისძიებებმა:

  1. სამეცნიერო კონფერენცია: სკოლა და უნივერსიტეტი(ორგანიზატორი ფილოლოგიის დეპარტამენტი);
  2. სამეცნიერო პოპულარული ლექცია „ნარკვევები XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან ახლად მოძიებული საარქივო მასალების მიხედვით“(ორგანიზატორი--ისტორიის დეპარტამენტი).

სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს აკადემიური საბჭოს წევრმა, პროფესორმა როინ ჭიკაძემ და უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსმა, შალვა ჭკადუამაც მიმართეს.

სამეცნიერო კონფერენციაში ასამდე პროფესორ-მასწავლებელი და დოქტორანტი მონაწილეობდა.  წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 
მნახველთა რაოდენობა: 6778
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.