იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს სტუდენტები ყვარლის ფულის მუზეუმში

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა  ბანკმა ყვარლის ფულის მუზეუმში საგანმანათლებლო-შემეცნებით ტურს და გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიების სტუმრები  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც იყვნენ.

  ახალგაზრდებმა ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში ინფორმაცია ქართული ფულის ისტორიის  და  ლარის, როგორც ეროვნული ვალუტის და ქვეყნის ერთ-ერთი მნიშნელოვანი სახელმწიფო სიმბოლოს, შესახებ მიიღეს.  სტუდენტები ასევე გაეცნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ვალუტას, რომელიც მუზეუმში ფართოდაა წარმოდგენილი. 

    ფულის მუზეუმში, დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით,- ,,ქართული ფული", რომელიც დამთვალიერებელს ორიგინალური ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობას აძლევს. კერძოდ, მიმოქცევიდან ამოღებულ და მოქმედ ფულად ნიშნებთან ერთად, სტუმრებს განადგურებული ფულისგან დამზადებული ლარის სიმბოლოს კონსტრუქციის და შესაბამისი ფოტომასალის ნახვა შეუძლიათ.

    საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი კიდევ ერთ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 26 მაისს რუსთაველის თეატრის ფოიეში გაიმართება, სადაც  ქართული ფულის გამოფენა მოეწყობა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6911
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.