იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს სტუდენტის წარმატება სამეცნიერო კონფერენციებზე

    2016   წლის 10, 11 მაისს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც საქართველოს 700-მდე სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი  მაკა ბოტკოველი, რომელმაც თემა -,,ვანთის არქეოლოგიური გათხრები“-წარადგინა. მაკა იმ 130 წარმატებულ სტუდენტს შორის აღმოჩნდა, რომლებსაც სერთიფიკატები გადაეცათ.

    თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის   მონაწილეობა   ასევე წარმატებული აღმოჩნდა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარუულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენციაზეც, რომელიც 13, 14 მაისს ჩატარდა.  

     კონფერენციის შემდეგ სტუდენტებმა ვანის ნაქალაქარი დაათავლიერეს.

   შეგახსენებთ, რომ მაკა ბოტკოველი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებთან ერთად, ასევე აქტიურად მონაწილეობდა  სადაზვერვო არქეოლოგიურ ექსპედიციაში, რომელიც სასულიერო და საერო კულტურის  ძეგლების შესწავლის მიზნით, კისისხევის და თურდოს ხეობებში მიმდინარეობდა. 

 
მნახველთა რაოდენობა: 6755
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.