იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო ინტერდისციპლინური სეზონური სკოლა თესაუ-ში

  2016  წლის 9-დან 12 მაისამდე  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ინტერდისციპლინური სეზონური სკოლის - ,,ენერგია, გარემო და  მდგრადი განვითარება“- მეორე ეტაპს მასპინძლობს.  

  აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საჯარო ლექცია თემაზე- ,,ლიდერობის ხელოვნება მდგრადი განვითარების კონტექსტში’’- თესაუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა  ელიზბარ ელიზბარაშვილმა წაიკითხა.                                          

  სეზონური სკოლის მიზანია ენერგეტიკის ეკოლოგიური პრობლემების კომპლექსურობის და სირთულის წარმოჩენა მდგრადი განვითარების ჭრილში.                           

პროექტის  სამიზნე აუდიტორიას  ახალგაზრდა მეცნიერები, დოქტორანტები, მაგისტრანტები და ბაკალავრიატის სტუდენტები წარმოადგენენ.                              

  სეზონურ სკოლაში ჩართული სტუდენტები, უცხოელი და ქართველი  პროფესორ-მასწავლებლები  და მკვლევარები ახალ კონტაქტებს შეიძენენ, მოხდება იდეების, აზრების, გამოცდილების გაცვლა და შემდგომი შესაძლო ერთობლივი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტების მომზადების დაგეგმვაც.                                   

  პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი მხარდამჭერები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი არიან.  

 
მნახველთა რაოდენობა: 6756
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.