იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სადაზვერვო არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგების პრეზენტაცია

       6 მაისს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში   სადაზვერვო არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

      თესაუ-ს  სტუდენტებმა, ისტორიის დეპარტამენტის ასისტენტის, არქეოლოგ გიორგი ლაღიაშვილის  და ასისტენტ-პროფესორი დავით ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით, კისისხევის ხეობიდან თურდოს ხეობამდე არსებული გზა გაიარეს და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სასულიერო და საერო ძეგლები შეისწავლეს.

     პრეზენტაცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტებმა: მაკა ბოტკოველმა და  გიორგი მწყერაძემ გამართეს.   როგორც ექსპედიციის წევრებმა განაცხადეს,  აღმოჩენილი კერამიკის და სხვა სახის ნიმუშები იმაზე მიანიშნებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაქალაქარი არსებობდა.

     ექსპედიცია 22 აპრილს დაიწყო და 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში, თესაუ-ს სტუდენტებთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტიც მონაწილეობდა.

      პრეზენტაციას უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და  თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

        ექსპედიცია თესაუ-ს დაფინანსებით და  პროექტი ,,კარგი სახლის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6964
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.