იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
Erasmus+შეხვედრა თესაუში

2 ივლისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ პროექტის PRODIGE ფარგლებში გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა ჩატარდა.

ღონისძიებას პროექტის პარტნიორი ინსტიტუციების უფროსი მენეჯერები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტის დასრულებული და მიმდინარე სამუშაო პაკეტების შეჯამება და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა.  

შეხვედრაზე მრავალ სხვა საკითხთან ერთად, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ციფრულ განათლებასთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა, ავტორიზაციის სტანდარტები და ციფრული განათლების მარეგულირებელი პაკეტის პირველადი ვერსია.

ვერსია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსმა, მაია შუხოშვილმა წარადგინა.

 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, ლაშა ზივზივაძის განმარტებით,  ცენტრი აქტიურად მუშაობს ციფრული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ჩარჩოს სისრულეში მოყვანაზე.

საკოორდინაციო შეხვედრას პროექტის კოორდინატორი ორგანიზაციის - EFMD ექსპერტები: დოქტორი კრისტოფ ტერასი და ჟან-ბაპტისტ მილარდი უძღვებოდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 40
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.