იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში გარე და შიდა მობილობა დაიწყო!                         
პროექტ PROVE-ის ეროვნული შეხვედრა

2024 წლის 19 ნოემბერს, საქართველოში ევროპული კომისიის მიერ დაფინანსებული PROVE-ს პროექტის ფარგლებში ეროვნული შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის განხორციელებაში აქტიურად ჩართული ქართული პარტნიორი ინსტიტუციები.

დისკუსიები პროექტის ძირითად სამუშაო პაკეტს, თითოეული მონაწილე ინსტიტუციის როლებისა და პასუხისმგებლობების დაზუსტებას, ასევე პარტნიორებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფას შეეხებოდა.

განსაკუთრებული ყურადღება დაგეგმილი აქტივობების მომზადებასა და კონსორციუმის მომავალი პირისპირ შეხვედრის ორგანიზებას დაეთმო.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს ვადები, შედეგები (deliverables) და ანგარიშგების პროცედურები, რათა უზრუნველყოფილიყო პროექტის მიზნების შეუფერხებელი და დროული განხორციელება.

პროექტის ფარგლებში მსგავსი ეროვნული შეხვედრა პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობით დაგეგმილია სომხეთშიც.

PROVE პროექტის კოორდინატორია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

იხილეთ ვიდეო 

 
მნახველთა რაოდენობა: 33
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.