იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის Enricher-Hub-ის სივრცე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოფიციალურად გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებაზე, პროექტის ტრენინგში მონაწილე სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

Enricher-Hub-ის ინოვაციური სივრცე ხელს შეუწყობს ცოდნის გავრცელებასა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას შემდეგ მიმართულებებში:

• მდგრადი ტურიზმი

• ინოვაციური სასწავლო მიდგომები

• სერვისის დიზაინის მეთოდები და ინსტრუმენტები

• ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები

სივრცის გახსნა შედგა პირველი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე დღეა მიმდინარეობს.

კვირეულში მონაწილე სტუმრებს გერმანიიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან და ბულგარეთიდან, შეხვდა და უნივერსიტეტის შესახებ ესაუბრა რექტორი შალვა ჭკადუა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1018
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.