2024 წლის 4-7 ნოემბერს , ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ENRICHER HUB-ის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგების სერიის მეორე ეტაპი ონლაინ ფორმატში. ტრენინგებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ესწრებოდნენ სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი თამარ თამარაშვილი, პროფესორი თენგიზ სიმაშვილი და ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ ასლანიშვილი.
ტრენინგების ნაწილი სავალდებულო იყო ყველა მონაწილისთვის, ხოლო ნაწილი მოიცავდა წინასწარ ჩაწერილ ვიდეომასალას. პროცესები მიმდინარეობდა ინტერაქციულ რეჟიმში, ხოლო ტრენინგებს უძღვებოდნენ ტრენერები ავსტრიის, იტალიისა და ფინეთის პარტნიორი ინსტიტუციებიდან. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა დისკუსიაში და განიხილავდნენ საუკეთესო პრაქტიკებსა და ინოვაციურ მიდგომებს.
ENRICHER HUB-ის ტრენინგების სერია ემსახურება უნარებისა და ცოდნის გაღრმავებას, რაც პროექტის გრძელვადიანი მიზნების მიღწევას უწყობს ხელს. შემდეგი ეტაპი გაიმართება მოლდოვაში, კომრატის უნივერსიტეტში, 2025 წლის 20-25 იანვარს, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პირისპირ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღონ და გააგრძელონ პროექტის ფარგლებში დაწყებული თანამშრომლობა.