იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრმა აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ტრენინგი ჩაატარა.
ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო კახაშვილმა, კვლევისათვის საჭირო სანდო წყაროების მოძიების სტრატეგიები და ავტორიტეტული სამეცნიერო ბაზების მახასიათებლები წარადგინა.
თესაუს ბიბლიოთეკის ელექტრონული სამეცნიერო ბაზების კოორდინატორმა, მაკა კიკნაძემ, აუდიტორიას დეტალურად გააცნო სამეცნიერო ბაზებში წყაროების საძიებო ეტაპები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.