იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს წარმომადგენლები ENRICHER-HUB-ის პირველ ტრენინგს დაესწრნენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ევრკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის, ENRICHER-HUB-ის პირველ ტრენინგში მონაწილეობდნენ.

შეხვედრა პროექტის ერთ-ერთ პარტნიორ, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ტრენინგს თესაუს ბიზნესის, სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, თამარ თამარაშვილი და კავკასიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ სიმაშვილი ესწრებოდნენ.

ტრენინგს ავსტრიელი, ფინელი და იტალიელი ტრენერები უძღვებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს შესთავაზეს საკითხები მდგრადი ტურიზმის ისტორიის, მისი განვითარების ეტაპების, მომხმარებელთა ტრენდებისა და ქცევის, სტრატეგიული განვითარების მიზნების თავსებადობის, მდგრადი ტურიზმის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების შესახებ.

შეხვედრის ბოლოს, ყველა მონაწილემ Pecha Kucha-ს გამოყენებით, მდგრად ტურიზმში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, პრეზენტაცია მოამზადა.

შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს მენეჯმენტის საკითხები, დაიგეგმა და განხორციელდა მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების გადაღება ტრენინგის და პროექტის აქტივობების დისემინაციის მიზნით.

ტრენინგის შემდეგი ეტაპი ონლაინ რეჟიმში, 2024 წლის ნოემბრის თვეში შედგება.

 
მნახველთა რაოდენობა: 410
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.