იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს წარმომადგენლები ნიდერლანდებში იმყოფებოდნენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის "ETHICS"-ის კონსორციუმის მეორე შეხვედრას დაესწრნენ.

უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ ასლანიშვილი, აკადემიური კეთილსინდისიერებისა სტუდნტთა კონსულტაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო კახაშვილი და ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის კოორდინატორი, მაკა კოჭაური კონსორციუმის მიერ განხორციელებულ აქტივობებს გაეცნენ.

სამუშაო ჯგუფების ლიდერებმა, შეხვედრის მონაწილეებს დისემინაციისა და ხარისხის განვითარების გეგმები, ასევე სადოქტორო განათლებაში შესატანი და ექსპერტთა ტრენინგის თაობაზე ცვლილებების შესახებ, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სამომავლო ხედვა წარუდგინეს.

კონსორციუმის სამუშაო ნაწილი ინტერაქციულ სესიებს დაეთმო, რომელიც ეთიკის კვლევის მთლიანობის მოდულს და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრაქტიკულ საკითხებს ეხებოდა.

შეხვედრების ბოლო დღეს, პოსტერების პრეზენტაცია გაიმართა.

მთლიანობაში კონსორციუმის წარდგენილი იყო 14 პროექტი, რომელიც კვლევების ადმიინისტრირებასა და კეთისინდისიერებას უწყობდა ხელს.

შეხვედრების დასასრულს ამსტერდამის უნივერსიტეტის ემერიტუსმა პროფესორმა, ლექს ბუტერმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე-- ღია მეცნიერება და კვლევის მთლიანობა .

შეხვედრას ქართველ პარტნიორებთან ერთად ევროპელი პარტნიორებიც ესწრებოდნენ.

2025 წელს პროექტის ფარგლებში , ეროვნულ შეხვედრას თელავის სახელმწიფო უნვერსიტეტი უმასპინძლებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1968