იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჰელსინკში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ჰააგა- ჰელიას უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის, ENRICHER-HUB-ის პირველი კონსორციუმის შეხვედრას დაესწრნენ.

უნივერისტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის უფროსი, თამარ ასლანიშვილმა და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, თამარ თამარაშვილმა , პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, იმსჯელეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა (HEIs) და შრომის ბაზარს შორის არსებული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციის ხარვეზების დაძლევაზე, საქართველოსა და მოლდოვაში მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობაზე.

 პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა საკუთარი პრეზენტაციებიც გააკეთეს და პროექტის ფარგლებში სამომავლო აქტივობები დაგეგმეს.

ამ ეტაპზე, ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

პროექტი "მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება -შესწავლის საშუალებით"  მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და მწვანე ტურისტული სერვისების კონცეფციის განვითარებას, მდგრადი ტურიზმის პრაქტიკასთან  შესაბამისობაში.

 
მნახველთა რაოდენობა: 1645
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.