იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის "ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ" დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა მიესალმა და სამეცნიერო წრეებს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თენგიზ სიმაშვილმა, დამსწრეებს " თელავის ისტორია-კულტირული და ტურისტული რესურსი" მოხსენება წარუდგინა.
კონფერენციამ ორ სექციად იმუშავა. აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისათვის , სემინარი თემაზე "უნივერსიტეტის სამეწარმეო კონცეფციის გადახედვა მეცნიერების პერსპექტივიდან" თუქეთის მანისა ჯელალ ბაიარის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბულენტ აკაიამ ჩაატარა.
" ინოვაციების ინკუბაციის მასტერკლასი" სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მარიკა კლდიაშვილმა გამართა.
კონფერენციის მონაწილეებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან სიმბოლური საჩუქრები მიიღეს.
დასკვნითი დღე, თელავის ისტორიულ მუზეუმში ექსკურსიით დამთავრდა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ" პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ,ღონისძიების მასპინძელი, პროექტის წამყვანი და თანადამფინანსებელი ორგანიზაცია კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტია.
პროექტში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, თანამონაწილე ორგანიზაციების სახით ჩართულები არიან, ალკალას უნივერსიტეტის მეწარმეობის სკოლა (ესპანეთი) და დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (გერმანია); პროექტის პარტნიორები არიან, სააგენტო "აწარმოე საქართველოში", მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA), გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი - UN Global Compact Network Georgia, ფინანსური განათლების პორტალი - „ფინედუ".
კონფერენცია 9 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა და 11 თებერვალს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა.