იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს სტუდენტებმა რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გაიმარჯვეს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ.
სტუდენტურ ოლიმპიადაში, თესაუ-სთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებლების სტუდენტები მონაწილეობდნენ. საკუთარი ნაშრომები ნიადაგმცოდნეობაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის(ქუთაისი), გორის სასწავლო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარადგინეს.
წარმატებულ სტუდენტთა შორის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აგრონომიის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის II და III კურსის სტუდენტები: თორნიკე ფოთოლაშვილი და საბა სულხანიშვილიც დასახელდნენ. სტუდენტები შესაბამისი სერთიფიკატებით აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა, ლაშა გოცირიძემ, დააჯილდოვა.
სტუდენტური ოლიმპიადა 2015 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6923
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.