იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს წარმომადგენლები, პროექტის „Ethics“ ფარგლებში, ჩეხეთში იმყოფებოდნენ

2023  წლის 2-5 მაისსევროკავშირის Erasmus +ის პროექტის კვლევის პასუხისმგებიანად წარმართვა  - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS) ფარგლებშიჩარლზის (ჩეხეთის რესპუბლიკა) უნივერსიტეტს ეწვივნენ.

შეხვედრაზე,  სასწავლო აქტივობებთან ერთად, განხილულ და დაგეგმილ იქნა სამომავლო აქტივობები.

სამუშაო პროცესში, ქართულ მხარესთან ერთად, ევროპელმა პარტნიორებმა   წარმოადგინეს საკუთარი  გამოცდილება   უნივერსიტეტებში  ეთიკის საბჭოების მუშაობის, აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტების, პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადების და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.

შეხვედრაზე დეტალურად იყო წარმოდგენილი პროექტის მიზნების შესაბამისად შედგენილი სამუშაო ჯგუფები და დასახული სამუშაოების განხორციელების ეტაპებიც.

Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND-3 ფარგლებში დაფინანსებული პირველი ეროვნული პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით განხორციელდება და  უნივერსიტეტებში კვლევითი კულტურის ამაღლებას შეუწყობს ხელს. მისი ძირითადი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტების დონეზე. საქართველოს 10 უნივერსიტეტთან  ერთად კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები არიან ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი, ჩარლზის უნივერსიტეტი, მასარიკის უნივერსიტეტი და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია.

პროექტის არასაუნივერსიტეტო პარტნიორები  არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

პროექტი ევროკომისიის მიერ არის დაფინანსებული და მისი ხანგრძლივობა ოთხი წლია.

 
მნახველთა რაოდენობა: 3318
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.