იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ტრენინგები თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში UNICEF-ის მხარდაჭერით პროექტის „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცენტრის ცოდნის ცენტრად დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებების და პრაქტიკის დასანერგად“ ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის  ტრენინგები დაიწყო:

●        პროექტის მართვა

●        პრაქტიკული ინგლისური

●        დემოკრატია, მოქალაქეობა, ადამიანის უფლებები და ბავშვის უფლებები (ონლაინ)

●        მეწარმეობა

●        ევროკავშირი და საქართველო

●        საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ონლაინ)

●        ლიდერობა და კომუნიკაცია

ტრენინგებს უძღვება უნივერსიტეტის გამოცდილი ტრენერთა ჯგუფი. 2 ტრენინგი ჩატარდა ონლაინ, თიმსის პლატფორმის გამოყენებით და ხოლო 4 ტრენინგი - პირისპირ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილ ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში. ტრენინგების გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

 
მნახველთა რაოდენობა: 2302
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.