იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus + პროექტ ESTA -ს ფარგლებში ტრენინგების ციკლი დაიწყო.

ბუნებისმეტყველების პედაგოგების ტრენინგების ციკლი განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიმდინარეობს.

ტრენინგების ციკლს „ბუნებისმეტყველების სწავლების მრავალმხრივი მიდგომა“ ეწოდება და რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს.

ტრენინგის თემებია, ტექნოლოგიების გაცნობა-გამოყენება ბუნებისმეტყველების სწავლებისას, CLIL - ის მეთოდი, კულტურა და ბუნებისმეტყველების სწავლება და კვლევაზე დაფუძნებული სწავლება.

ტრენინგები ამავე პროექტის ფარგლებში მოწყობილ ბუნებისმეტყველების ლაბორატორიაში ტარდება.

ლაბორატორია მულტიმედია საშუალებებით, თანამედროვე მექანიკური და სენსორული ხელსაწყოებით არის აღჭურვილი.

ბუნებისმეტყველების პედაგოგებთან, პროექტში ჩართული აკადემიური პერსონალი, პროექტის კოორდინატორი, პროფესორი, ნინო მოდებაძე, მოწვეული დოქტორი, ნათელა ბაღათრიშვილი და ასოცირებული პროფესორი, თამარ მიქელაძე მუშაობენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 3261
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.