იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერასმუს + -ის პროექტის კვლევის შედეგების პრეზენტაცია ჩატარდა.

პრეზენტაცია 4 მაისს, უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში გაიმართა. ჟან მონეს პროექტის “ევროპული ღირებულებების და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში” ფარგლებში, კვლევის შედეგები ევროპის უნივერსიტეტის მკვლევარებს ეკუთვნის, რომელიც მათ საქართველოს სკოლებში საერთო -ევროპული ღირებულებების სწავლების შესახებ ჩაატარეს.

შეხვედრას განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, საჯარო სკოლის მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კვლევის ძირითადი მიგნებები დემოკრატიული ღირებულების, ტოლერანტობის, ნაციონალური, სოციალური და კულტურული იდენტობის კუთხით.

პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებმა, კვლევის შედეგების თაობაზე, დისკუსია გამართეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 2383
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.